წყლის დაცვა


წლებია, გურჯაანის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სასმელად წყაროს წყალს იყენებს, არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ონკანის წყალი დაბინძურებული და სასმელად უვარგისია. თუმცა,  ზოგიერთ უბანში ბუნებრივი წყაროების მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული, რაც წყლის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. მოსახლეობის თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამ უბანში არც ურნა დგას და არც ნაგვის მანქანა დადის.